დღეს 11 აგვისტოა.8 წლის წინ სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურის ახლოს იყო ჩასაფრებული.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათამდე გასტანა. ქართველი ჯარისკაცები სადგურში მდებარე შენობებს აფარებდენ თავს, რისი მიმართულებითაც რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის ტანკებიდან ( Т-72) და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც(Шмель).ქართველმა ჯარისკაცებმა წინააღმდეგობა ბოლომდე გაწიეს და გმირულად დაიღუპნენ.ამ გმირების სახელები და გვარებია:მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, შმაგი კუპატაძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე.