გილოცავთ!  გორის ,,დილა“  საქართველოს ჩემპიონია.  მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ ეს კლუბის ისტორიაში პირველად წელს მოხდა.   სასიხარულოა და სიმბოლურია ისიც, რომ ,,დილას“ ჩემპიონობა ისტორიაში ჩაიწერება ქართული ფეხბურთის  ყველაზე საამაყო თარიღით -  13 მაისით, როცა თბილისის დინამომ 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ვულოცავ ყველა გორელს, რომელიც მხურვალედ გულშემატკივრობდა გუნდს, ვულოცავ ყველას, ვინც იშრომა ამ გამარჯვებისთვის და განსაკუთრებულად ვულოცავ მათ, ვინც უშუალო ავტორია ამ ისტორიული გამარჯვებისა. ,,დილას“ ბიჭებო, მადლობას გიხდით გამარჯვების სიხარულისთვის და კიდევ უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობას გისურვებთ.     გორის  მერი ზურაბ ჯირკველიშვილი