დღეს გორის მერი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პროექტ „ღია კარის დღის“ ფარგლებში სტალინის განზირზე №25-ში, №27-ში და მაჩაბლის ქუჩა №2-ში მდებარე მრავალბინიან კორპუსებს სტუმრობდა, სადაც მალე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელება დაიწყება.2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამისთვის 340 ათასი ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს მერიაში შემოსულია 24 განცხადება.
ამ ეტაპზე 17 ერთეულზე გამოცხადებულია ტენდერი. აქედან, 7 ერთეულზე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი, 1 ერთეულზე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ დაიწყება 3 მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს მოასფალტება და 4 მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოებისა და თელავის ქუჩის მონაკვეთის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია.2015 წელს პროგრამით განხორციელდა პროექტი მერიის მიერ დაფინანსდა - 567 905 ლარი (სამუშაოების ღირებულების 90 %).ზურაბ ჯირკველიშვილი აღნიშნული კორპუსების მოსახლეობასაც შეხვდა და მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.ქალაქის პირველმა პირმა შეკრებილ მოსახლეობას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფორმირების წესიც გააცნო და ბიუჯეტირების პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.„ პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისას სამოქალაქო ინიციატივებისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურად გათვალიწინება. პროექტის განხორციელებას წელს ვგეგმავთ. ძალიან გვინდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეთა გადაწყვეტილებით განხორციელდეს ერთი ან რამდენიმე პროექტი.“ - აღნიშნა გორის მერმა.