„ამ გამარჯვებას ვულოცავ, როგორც ლაშას ოჯახის წევრებს, ასევე მთელ საქართველოს. ლაშამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ქართული სპორტის მაღალი დონე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, რას ნიშნავს ვაჟკაცობა. დამოიკედებელი საქართველოს ისტორიაში დღემდე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ოლიმპიდაზე ორი მედალი არავის მოუპოვებია. რიოს ოლიმპიადაში მონაწილე დანარჩენ ქართველ სპორტსმენებს მინდა ვუსურვო წარმატება.“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა.გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი მოტანა. 73 კგ წონით კატგორიაში ძიუდოისტმა ბრინჯაოს მოიპოვა. ლონდონის ოლიმპიადის ტრიუმფატორმა მეოთხედფინალამდე გზად კუბელი და შრილანკელი სპორტსმენები დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალში იაპონელმა შოჰეი ონომ სძლია და ბრძოლა ბრინჯაოსთვის განაგრძო. პირველ შეხვედრაში შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა და გამარჯვება ემოციურად აღნიშნა. ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა. აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენის წარმატება რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს დაემთხვა.
შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი უშუალოდ მუკის (ისრაელი) დამარცხების შემდეგ გახდა.