7 აგვისტოს, 24:00 საათზე სანთლების ტრადიციული აქცია კომბინატის ხიდთან არსებულ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან მოეწყობა. 8 აგვისტოს 09:00 საათიდან საკათედრო ტაძარში წირვა დაიწყება, რომელსაც გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია აღავლენს. წირვა 12:00 საათზე გაგრძელდება დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდით, რომელიც  გოგებაშვილის ბაღში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემრიალურ სვეტთან აღევლინება (ლომოურის ქუჩა). 8 აგვისტოს 10:00 საათზე ხელისუფლების წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ ქალაქში არსებულ მემორიალებს (აგვისტოს ომში დაღუპულთა და გმირების მემორიალები, გორის საკათედრო ტაძართან, ვერხვებზე არსებული ე.წ. ჭურვების მემორიალი, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მემორიალი საბრძოლო დიდების მუზეუმთან, აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი კომბინატის ხიდთან). 8 აგვისტოს 11:00 საათზე იგეგმება გამგზავრება სოფელ შინდისში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გვირგვინებით შეამკობენ შინდისის გმირთა მემორიალს.