ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს, თბილისის დროით 6 აგვისტოს, 02 საათსა 15 წუთზე დაიწყება. გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სკვერში დამონტაჟდება ეკრანი, რომლის საშუალებითაც მოხდება ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაცია. რიოს პარალელურად ოლიმპიური ჩირაღდანი გორში, ქალაქის შემოსასვლელშიც აინთება. ესტაფეტა, რომელშიც 20 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, თეატრის სკვერთან დასრილდება. ღონისძიებაზე დასწრება თავუსუფალია. მსურველებს შეუძლიათ თეატრის სკვერში პარასკევს 22:00 საათიდან მობრძანდნენ. საერთაშორისო სპორტული ღონისძიება 2016 წლის 5 აგვისტოდან 21 აგვისტომდე ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება. თამაშები 28 სპორტის სახეობით იქნება წარმოდგენილი, რაც საერთო ჯამში 41 დისციპლინასა და 306 ღონისძიებას მოიცავს. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 12 სახეობაში 39 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებისთვის გორის საჭიდაო სკოლებში აღზრდილი 5 მოჭიდავე - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს.

ქართლის სპორტული ვებპორტალის ინფორმაციით, აღნიშნული სპორტსმენები რიოს გამოკვეთილი ფავორიტები არიან და მათ ქართული სპორტის მესვეურები პირდაპირ მედალოსნებად განიხილავენ(http://qartlisport.ge).
რიოს ოლიმპიადის გორელი სპორტსმენების მხარდასაჭერად გორში ფანკლუბი ,,მოგვერდი“ შეიქმნა. ოლიმპიადის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებაც კლუბის ორგანიზატორების ინიციატივაა.   გორელ მოჭიდავეთა ფანკლუბის შექმნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დროასა“ და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ერთობლივი ინიციატივაა.