შემოსული განაცხადებიდან დაფინანსდება ხუთი პროექტი, თითოეული 1000 ლარით (https://www.facebook.com/events/296831307326152/).გამარჯვებული აპლიკანტენს გამოავლენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამუშაო ჯგუფი.

15 აგვისტოს გამარჯვებული კონკურსანტები ინფორმაციას მიიღებენ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.საკონკურსო პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: პროექტის ინოვაციურობა და მდგრადობა-პროექტის შესაძლებლობა გააგრძელოს ფუნქციონირება ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ბაზაზე).კონკურსი ხორციელდება და დაფინანსდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტის მიზნობრივი კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით (http://gori.gov.ge/sajaro/1467622371.pdf), რომლის ფარგლებში კონკურსებისთვის გამოყოფილია 10 000 ლარი.კონკურსი განხორციელდება 2 ეტაპად და თითოეულ ეტაპზე 1000 ლარით დაფინანსდება 5 პროექტი. სულ დაფინანსდება 10 პროექტი.მეორე ეტაპის კონკურსი გამოცხადდება 15.10.2016 წ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 05.11.2016 წ. შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 15 ნოემბერს.კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ადამიანების, ახალგაზრდების პიროვნული და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, ქალაქის კულტურული და საგანმანათლებლო სივრცის განვითარების ხელშეწყობა, ახალი იდეების რეალიზების ხელშეწყობა.