გორის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს 6000 -ზე მეტი მოწონება აქვს.
გვერდის მე-6000 მეგობარს, რომელიც ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ თანამშრომელი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში მცხოვრები მაია ქურდაძე აღმოჩნდა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო წეწვაძემ მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,ჩვენი ასოციაცია დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს და აქტიურად თანამშრომლობს ქალაქ გორის მერიასთან. შესაბამისად, მერიის აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოვიწონე მერიის ფეისბუქგვერდი და აღმოვჩნდი მე-6000, რაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის. დიდი მადლობა მერიას.“-განაცხადა მაია ქურდაძემ.
6000 ,,ლაიქი“ მერიის ფეისბუქგვერდზე 20 ივლისს დაფიქსირდა. მას შემდეგ მათი რაოდენობა თითქმის 100 ერთეულით გაიზარდა. გვერდის პარამეტრებით, ყოველკვირეულად მერიის ინფორმაციაზე წვდომა (Post Reach) აქვს საშუალოდ 21 000 ფეისბუქმომხმარებელს, ხოლო პოსტების პოპულარობა დაახლოებით 2 500-ს შეადგენს.