დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის  რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (hr.gov.ge) უნდა გაიარონ. მსურველებს აპლიკაციების წარმოდგენა 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.   ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე: 1.    ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი  -   2.    ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოებთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული საქმისწარმოების დაგეგმვის განყოფილების უფროსი 3.     ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის  უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი   4.     ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების  მთავარი სპეცილისტი 5.    ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 6.    ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისმერის წარმომადგენელი დევნილთა ჩასახლებაში 7.    ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი კვერნაქის დასახლების ადმინისტრაციულ ერთეულში     8.    ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სპეციალისტი 9.    ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  თავმჯდომარის თანაშემწე   კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება - განცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით განისაზღვრება. აქედან 45 კითხვა კანონმდებლობას, ხოლო 15 ზოგად უნარ-ჩვევებს დაეთმობა. ეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული რიგით მე-4 თვითთმართველობის მოხელეთა კონკურსია. განვლილი სამი კონკურსის შედეგად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში 113 საჯარო მოხელე დაინიშნა.