ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ერთთვიანი საზაფხულო არადადეგები ცხადდება, რომელიც 1-ლი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გასტანს. არდადეგების პერიოდში მუნიციპალიტეტის  სააღმზრდელო დაწესებულები   მუშაობას დროებით შეწყვეტენ,  თუმცა მათთვის, ვისთვისაც ბაგა-ბაღის სერვისების მიღება აგვისტოშიც აუცილებლობას წარმოადგენს,  3 მორიგე  ე.წ. ,,საზაფხულო ბაღი“ იმუშავებს, რომლებიც ტერიტორიული პრინციპით  ქალაქის სხვადასხვა უნბნიდან - ცენტრის,  კომბინატისა  და წმინდაწყლის დასახლებებიდან  შეირჩა. აღსაზრდელთა დროებითი რეგისტრაცია ,,საზაფხულო ბაღებში“ უკვე დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში საზაფხულო რეჟიმი საკრებულოს 2016 წლის 1-ლი ივლისის №122 განკარგულების საფუძველზე დაწესდა. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება აგვისტოს თვეში  აღსაზრდელთა კონტიგენტის მკვეთრი შემცირებითაა განპირობებული. ,,საზაფხულო ბაღები“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი პროექტია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და ბაღების მორიგეობის პრინციპით ყოველწლიურად განხორციელდება. მიმდინარე წელს საზაფხულო ბაღები იმუშავებს შემდეგ მისამართებზე:  1. მე-14 ბაგა-ბაღი - მისამართი: აღმაშენებლის №82,  ტელ: 0(370) 27 27 76;  555 58 20 47; დირექტორი ქეთევან გელაშვილი.   2. მე-17 ბაგა-ბაღი-  მისამართი: შინდისის №8,  ტელ: 0(370) 27 36 04;  599 90 91 00; დირექტორი ნესტან ნათაძე.  3. მე-4 ბაგა-ბაღი,  მისამართი: ყიფიანის №52,  ტელ: 0(370) 27 27 21;   551 58 48 91; დირექტორი მარინა ინაური.