საქართველოს 2014-2015 წლის ჩემპიონს „დილას“ ქომაგები ქალაქის შესასვლელში დახვდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სატრანსპოტრო საშუალება, რომელშიც „დილას“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ ავტოკოლონითა და შეძახილებით თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონამდე მიაცილა. სტადიონზე საქართველოს ჩემპიონებს გულშემატკივრების მეორე ნაწილი ელოდა. მხურვალე დახვედრას ფოირვერკები და „დილას“ ჰიმნი მოჰყვა. ქალაქი გვიან ღამემდე აღნიშნავდა საყვარელი გუნდის ჩემპიონობას
საფეხბურთო კლუბ „დილას“ წარმომადგენლები გუნდის წარმატებაში განსაკუთრებულ როლად ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას ასახელებენ და მადლობას უხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გაწეული თანადგომისთვის. 
13
მაისს საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის მატჩები გაიმართა. გორის "დილამ" სტუმრად ალექსანდრე კვახაძის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა "სამტრედია" და ვადამდე ადრე გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ეს გორის "დილას" ისტორიაში პირველი ჩემპიონობაა
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ გორელს და „დილას“ გულშემატკივარს ულოცავს გუნდის გამარჯვებას.