ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები ტრენინგს დაესწრნენ, სადაც „Vives“ პროექტის, დასაქმების პროგრამის ესპანური მეთოდოლოგიის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. აღნიშნული დასაქმების პროგრამის მეთოდოლოგია ევროპაში წარმატებულ პრაქტიკად არის მიჩნეული. ამ ეტაპზე პროგრამის პილოტირება საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და გორში ხორციელდება. ტრენიგი პროექტ „საარსებო წყაროების მხარდაჭერა საქართველოში იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით - LIFE Georgia” – ს ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ითვალისწინებს საქართველოში იძულებით გადადგილებული და ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის მხარდაჭრას სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში მათი ჩაერთულობის გზით. აღნიშნული პროექტი 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით სამეგრელოსა და შიდა ქართლის 6 მუნიციპალიტეტში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.