ოთხშაბათის ტრადიციული შეხვედრა მოსახლეობასთან ,,ღია კარის დღის“ ფორმატში მერიამ დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.
შეხვედრის თემა პრივატიზაცია და აუქციონები იყო. დაინტერესებული მოქალაქეების კითხვებს გორის მერის მოადგილე გიორგი რაზმაძე, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი აკაკი ხუფენია და ქონების მართვის განყოფილების უფროსი ეკატერინე კაპანაძე პასუხობდნენ. 
შეხვედრაზე დაისვა კითხვები უნებართვო ფართების დაკანონების, მიწების იჯარით აღების პროცედურებისა და ფართების რეგისტრაციის საკითხებზე.
,,პრივატიზება, აუქციონი და იჯარები სპეციფიური თემაა, რაზეც ჩვენს მოსახლეობას ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს. ამიტომ გადავწყვიტეთ ღია კარის დღის ერთი ოთხშაბათი ამ თემით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის დაგვეთმო, მიგვეწოდებინა საჭირო ინფორმაცია, გაგვეცა რეკომენდაციები და სამართლებრივი კონსულტაცია. ღია კარის დღეები მომავალში ისევ გაგრძელდება და საჭირების მიხედვით გაიმართება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეშიც“ - განაცხადა გორის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ.