4 გორელი ახალგაზრდა ანი აკოფაშვილი, სალომე ლაფაჩი, ლუკა ზედაშიძე და  მორის გიგაური ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეულში მონაწილეობენ.
 თავის თანატოლ პოლონელ, ბელარუს და ამერიკელ ახალგაზრდებთან ერთად  ისინი პრაქტიკული მაგალითებითა და სიმულაციებით სწავლობენ ბიზნესის დაგეგმვისა და  განვითარების სტრატეგიებს, ფინანსების განკარგვას, რეკლამირებას, ინვესტორების მოზიდვას და სხვა.  ახალგაზრდები ჩართულნი არიან სხვადასხვა ბიზნეს აქტივობაში, რაც ხელს უწყობს მათ დასაქმებისათვის საჭირო   თვითპრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და ორგანიზაციული მართვის უნარების გამომუშავებას.
მოზარდები გადანაწილებულები არიან შერეულ ჯგუფებში, რომლებიც გამოგონილ კომპანიებს წარმოადგენენ. კომპანიებს ჰყავთ თავისი  მრჩეველი, რომელიც  მენტორობას უწევს ჯგუფური სამუშაოების განხორციელებისას.  ყველა აქტივობა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.
პროგრამა  ითვალისწინებს გასართობ ღონისძიებებს,  შეჯიბრს ფრენბურთში, სიმღერის კარაოკესა და ტალანტების შოუს, სადაც მონაწილეებს თავისი  შესაძლებლობების გამოვლინების საშუალება აქვთ. ბოლესლავოვოს ბიზნესკვირეული  3 ივლისს დაიწყო და 8 ივლისს დასრულდება. ის უნიკალური ღონისძიებაა, რომელსაც   2011 წლიდან  ვაშინგტონის ბიზნესსკვირეულთან და  ამერიკის სხვა ბიზნესპარტნიორთან ერთად პოლონეთის ქალაქ სტაროგრადის თვითმმართველობა ახორციელებს.
  
ბიზნესკვირეულზე გორელი ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხი ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის პოლონეთში ვიზიტის დროს გადაწყდა.