გორის მერია სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული. ბექა ნაოჭაშვილი გორის მერიის პირველი სტაჟიორია, რომელმაც ბიზნესადმინისტრირების ქვეპროგრამის, საქმისწარმოების მიმართულებით სტაჟირების  2 თვიანი კურსი ახლახანს დაასრულა. კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი მას ქალაქის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გადასცა და წარმატებები უსურვა. სტაჟირების პროგრამა სახელმწიფოს მიერ 2015 წლის გაზაფხულიდან საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ხორციელდება. გაზაფხულიდანვე პროგრამაში გორის მერიაც ჩაერთო, რომელმაც სტაჟიორის 10 ვაკანსია გამოაცხადა. სტაჟიორთა მეორე ნაკადს მერია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების საფუძველზე შემოდგომაზე მიიღებს.