ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი გორშისაქართველოში ვიზიტად მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰან ჩანგფუ დღეს გორს ესტუმრა, ი.ბ.სტალინის სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და თანმხლებ პირებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
ვიზიტის ბოლოს ჰან ჩანგფუს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის სახელით მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ საჩუქრად სუვენირები გადასცა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კავკასიის რეგიონში პირველად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გუშინ ჩინეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და სასწავლო პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.