გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს წევრ ლია ჩლაჩიძესთან ერთად მდინარე მეჯუდის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები დაათვალიერა.
მდინარეში ბუნებრივად ამოსული ნარგავები უხვი ნალექის დროს წყლის დონის მომატებისას საფრთხეს უქმნიდა გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც გასულ წლებში არაერთხელ დაზარალდა წყალდიდობის შედეგად.
კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებს პუშკინის ქუჩის ხიდიდან მდინარე ლიახვის შესართავამდე 1300 მეტრის სიგრძეზე, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე მდინარე მეჯუდის კალაპოტი საფუძვლიანად პირველად იწმინდება.