დღეს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საზოგადოებრივი კავშირის მეგობრობის ხიდ „ქართლოსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

საზოგადოებრივი კავშირი მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ რეგიონალური წარმომადგენელი.

მხარეების თანამშრომლობის მიზანია ევროინტეგრაციის, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზა ლიბერალიზაციის თემატიკის პოპულარიზაცია.

„თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას უწყობს ხელს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეთანხმების მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორამცია ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეების შესახებ რომლებსაც ევროინტეგრაციის შედეგად მიიღებს.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიიპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.