გორის მერიის „განათლების ხელშეწყობის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მორიგი პროექტი განხორციელდა.საზოგადეობა „ბილიკის“ პროექტის „აირჩიე განათლების“ თანადაფინანსირება აღნიშნული მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით განხორციელდა.24-27 ივნისს პროექტის დასკვნით ეტაპს ურეკმა უმასპინძლა.

პროექტის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები. აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობას იღებდნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი შალვა ტლაშაძე, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, გორის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, არაფორმალური განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, ადგილობრივი რესურსცენტრისა და პედაგოგთა სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები.პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეებმა არაფორმალური განათლების თემაზე ნაშრომები და პრეზენტაციები წარმოადგინეს. საუკეთესო ნაშრომის მქონე მოსწავლეებს სასურველი წიგნების შესაძენად სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტიოს მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლებაა. დამეთანხმებით რამდენად მნიშნელოვანია სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობა სკოლისგარეშე ღინისძიებებში. მათ აქვთ დიდი პოტენციალი და სურვილი მიიღონ არაფორმალური განათლება, რაც სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობაა. პროექტი მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლებში არაფორმალური განათლების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის კულტურის დანერგვას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ზრდასა და მათი ინიციატივების ხელშეწყობას.“ - განაცხადა ქალაქ გორს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ.