ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის გერბის და დროშის პროექტების შესარჩევი კონკურსი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,2015წლის 6 მარტის №40 განკარგულებით,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად,საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი შექმნა. კონკურსის პირობები ა) გერბი გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე; ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი; გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი". დ) გერბს უნდა ჰქონდეს შესამკობელი-ვაზის წნულის ორნამენტი. კონკურსში მონაწილეობა შუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს გარდა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებისა. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. სამუშაო ენაა – ქართული. კონკურსი ჩატარებულად ჩაითვლება არანაკლებ სამი ავტორის მონაწილეობის შემთხვევაში. პროექტები შექმნილი უნდა იყოს ჰერალდიკის კანონების გათვალისწინებით და შეძლებისდაგავარდ ითვალისწინებდეს შემდეგ პრინციპებს. ა) ჰერალდიკული მემკვიდრეობითობა; ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა; გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა; დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული, ეთნოგრაფიული ან მითოლოგიური ნიშანი (სიმბოლო). პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. საკონკურსო პროექტს კონკურსანტი წარმოადგენს კონვერტით, რომელსაც უნდა ეწეროს სამუშაო ჯგუფის დასახელება და მისამართი. კონვერტში მოთავსებული თითოეული პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ზომის ფორმატზე. კონკურსის ჩატარების ვადები კონკურსის გამოცხადდება 2015 წლის 5 მაისს. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის პირველი ივნისი.შედეგების გამოცხადება მოხდება 2015 წლის პირველ ივლისს. გამარჯვებული პროექტისთვის დაწესებულია ჰონორარი 700 (შვიდასი) ლარი. კონკურსის მონაწილეთა საავტორო უფლებები გამარჯვებული პროექტები გადადის კონკურსის ორგანიზატორების საკუთრებაში საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონდმებლობის დაცვით. კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დამატებით საკითხზე ინფორმაციასათვის მიმართეთ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სიმბოლიკის-გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შესარჩევად შექმნილ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს. საკონტაქტო პირი გიორგი ბატონისაშვილი ტ: 599858979