გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელთან ვანო გრიგოლაშვილთან ერთად რეგიონში პირველი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამკერვალო საზეიმო ვითარებაში გახსნა. სუხიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე საწარმომ უკვე გადაამზადა 9 სხვადასხვა სოციალური კატეგორიის  მქონე პირი, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. მათ შორის 5 ადამიანი მუშაობას  აღნიშნულ ორგანიზაციაში აგრძელებს. შპს „ლიდერის“ წარმომადგენლის ნინო გიორგაძის განცხადებით, პროექტი ახალი შესაძლებლობაა  დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ადგილობრივი ხელისუფლებასთან, გადავამზადებთ მუნიციპალური  პროგრამების სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მქონე ბენეფიციარებს შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროექტ “Life Georgia”-ს ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხორციელდება ორგანიზაცია კონსორციუმის მეშვეობით AFC-ის ლიდერობით.