მდგრადი ენერგეტიკის დღეს გორის თვითმმართველობა 2013 წლიდან აღნიშნავს. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში.

ენერგეტიკის დღის ფარგლებში გორის კულტურისა და დასვენების პარკში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა და სპორტული ტანმოვარჯიშის შოუ. 

მგდრადი ენერგეტიკის დღე ევროკავშირის ინიციატივაა. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის ბიუროს ორგანიზებით და ქ. გორის მერიის მხარდაჭერით გაიმართა ასფალტზე ხატვის ღონისძიება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობათა თემატიკაზე და დარიგდა საინფორმაციო ფლაერები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. 

ღონისძიება ,,ახალბაღის“ ღია სცენაზე საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალით გაგრძელდა, რასაც გორის ხელოვნების აკადემია ,,სტოკატოს“ მოსწავლეთა მიერ მოწყობილი კონცერტი და სპექტაკლი ,,რწყილი და ჭიანჭველა“ მოჰყვა.