დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ - ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების ახალი შენობა დაათვალიერა. აღნიშნულ შენობაში განთავსდებიან შიდა ქართლის განყოფილების ინსპექტირების და სწრაფი რეაგირების ჯგუფები. ამავე შენობაში იქნება ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურიც, რაც ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას შექმნის. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში ისარგებლონ ყველა სერვისით. შენობა აღჭურვილია ამაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.