ხვალ გორში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნება.

კულტურისა და დასვენების პარკის ღია სცენაზე 16:00 საათზე საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ფარგლებში უცხოური და ქართული კოლექტივები კონცერტს გამართავენ. 1700 საათიდან პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა და სპორტულ ტანმოვარჯიშეთა შოუ. 18:00 საათზე გორის ხელოვნების აკადემია ,,სტოკატოს“ მოსწავლეები მაყურებელს საკუთარ შემოქმედებას-საბალეტო და სასიმღერო ნომრებს, ასევე სპექტაკლ ,,რწყილი და ჭიანჭველას“ წარუდგენენ.
ენერგოეფექტური დღეების ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებებში ჩაერთვება სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის ბიურო., რომლის ორგანიზებით და ქ. გორის მერიის მხარდაჭერით გაიმართება ასფალტზე ხატვის ღონისძიება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობათა თემატიკაზე. ღონისძიების ფარგლებში დარიგდება საინფორმაციო ფლაერები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
მდგრადი ენერგეტიკის დღეს გორის თვითმმართველობა 2013 წლიდან აღნიშნავს. ღონისძიების მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში.