დღეს, 9 მაისს, გორში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  მიმდირეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვების დღე მეორე მსოფლიო ომის გორელ მონაწილეებს ტრადიციულად გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმთან მიულოცეს და ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. აქვე ვეტერანების საპატივისაცემოდ გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელებმა  ღონისძიება გაიმართეს. შეხვედრისას სამამულო ომის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს წარსული,  ომში მონაწილე ჯარისკაცების გმირობა და თავდადება . მიმდინარე წელს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს თვითმართველობის სოციალური პროგრამის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაეწიათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის ეკა ქუთათელაძის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გორში მცხოვრებ ომის ვეტერანებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად გადაეცემათ  100-100 ლარი. 9 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებები 14:00 საათიდან კომბინატის კულტურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც გაიმართება მხატვრული კითხვის კონკურსი ,,ღმერთო სამშობლო მიცოცხლე“ (14:00 საათი)
მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრის პროექტებში გამარჯვებული მოსწავლეების საზეიმო დაჯილდოება და (16:00 საათი)
რეზო ჩხეიძის ფილმის ,,ღიმილის ბიჭების“ ჩვენება. (18:00 საათი).