გორში დღეს შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან  ერთად  ,,მეგობრობის ბაღი“ გახსნეს და კვიპაროსის, იფნისა და ბზის ნერგები დარგეს. ბაღის გაშენებას  საფუძველი  ჩაუყარა სოციალურმა  საწარმომ  ,,მწვანე ოჯახმა“, რომელიც მერიის ა(ა)იპ  ,,გორის სანერგე მეურნეობის“ პროექტი.  აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ყოფილი ნარკოდამოკიდებული პირებისთვის  შრომითი სარეაბილიტაციო პროგრამის შეთავაზებას და მხარდაჭერილია მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს მიერ.