დღეს გასართობ ცენტრ ,,რიოში" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა.
აუტიზმითა და დაუნის სინდრომით დაავადებული 16 გორელი ბავშვისთვის გასართობი აქცია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და სს „იავნანასთან“ არსებული სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაბიჯების“ მხარდაჭერით მოეწყო.
„მიმდინარე კვირის სამშაბათს, 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში გადავწყვიტეთ პატარებისთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა. მინდა ავღნიშნო, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში აუტიზმით, ცერებრალური და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვები წლის მანძილზე ერთჯერადად იღებენ სოციალურ დახმარებას 400 ლარის ოდენობით და უფინანსდებათ სარეაბილიტაციო ხარჯები 500 ლარის ოდენობით.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკა ქუთათელაძემ.
მისივე განცხადებით, მსგავს აქციებს შშმ ბავშვებისთვის მერია მომავალშიც გამართავს.