18 ივნისს საბავშვო გასართობ ცენტრ „რიოში“ ღონისძიებას  აუტიზმით და დაუნის სინდრომით დაავადებული 16 გორელი ბავშვი დაესწრება. ღონისძიება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და სს „იავნანასთან“ არსებული სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაბიჯების“ მხარდაჭერით იმართება. „მიმდინარე კვირის სამშაბათს, 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში გადავწყვიტეთ პატარებისთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა. მინდა ავღნიშნო, რომ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში აუტიზმით, ცერებრალური და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვები წლის მანძილზე ერთჯერადად იღებენ სოციალურ დახმარებას 400 ლარის ოდენობით და უფინანსდებათ სარეაბილიტაციო ხარჯები 500 ლარის ოდენობით.“ - აღნიშნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ეკა ქუთათელაძემ.