თამარ მეფის ქუჩის მონაკვეთი (გურამიშვილი ქუჩიდან სტალინის გამზირამდე), გურამიშვილის ქუჩის მონაკვეთი (თამარ მეფის ქუჩიდან სამეფოს ქუჩამდე), აბრამიშვილის ქუჩის მონაკვეთი (კოსტავას ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე), მირზა გელოვანის ქუჩის, იოსებ ნონეშვილის ქუჩისა  და თელავის ქუჩის სარებილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება. თამარ მეფის, მირზა გელოვანის, იოსებ ნონეშვილისა და თელავის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია შპს „ქროსფოინტი“ აწარმოებს. სამუშაობის ღირებულება 720 000 ლარს შეადგენს. გურამიშვილისა და აბრამაშვილის ქუჩებზე კომპანია შპს „საგზაო-სამშენებლო სამმართველო №1“ 220 ათასი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო შეასრულებს. ექვსივე ქუჩის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. როგორც ეკონომიკური განვითარების სამსახურში განმარტავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქს 1500 მეტრი სიგრძის რეაბირიტირებული გზა შეემატება. მიმდინარე წელს გორში უკვე სამი ქუჩის - ქეთევან წამებულის (მონაკვეთი აღმაშენებლის ქუჩიდან გელდიაშვილის ქუჩამდე), გოგებაშვილის (მონაკვეთი კახნიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე) და ჩოდრიშვილის ჩიხის რებილიტაცია განხორციელდა. სამივე ქუჩის რებილიტაციისთვის საჭირო თანხა 339 300 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.