გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელ ჩემპიონებს შეხვდა და აგვისტოს რიო-დე- ჟანეიროს ოლიმპიადისკენ გზა დაულოცა.
,,ჩვენი ოლიმპიელები“ - ასე უწოდა მერმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებს, მსოფლიო თასის მფლობელებს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და გენო პეტრიაშვილს და ოლიმპიადისწინა მზადებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ჩემპიონების მწვრთნელი ნუგზარ სხირელი და მერიის სპორტული მიმართულების კურატორები რამაზ შიოშვილი და თეა კეჩხუაშვილი. 
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გორელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად მერია ფანკლუბის ორგანიზებასა და ხოლო მომავალი წლიდან კი სხირელის სახელობის სპორტული დარბაზისთვის საჭირო ახალი ინვენტარის შეძენაზე იმუშავებს. 
სპორტული ოლიმპიადა მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და გენო პეტრიაშვილთან ერთად გორის სპორტული სკოლებში აღზრდილი კიდევ 3 სპორტსმენი - ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენების გრაფიკიდან გამომდინარე გორის მერი მათ მოგვიანებით შეხვდება.