გორში, კომბინატის დასახლებაში, ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო
პროექტის მიხედვით აღნიშნულ ადგილას მოეწყობა სპორტული მინისტადიონი, დასასვენებელი სკამები და ფანჩატური, საბავშვო საქანელები, დეკორატიული განათება და მწვანე ნარგავები.

სკვერის მოსაწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ალონისი“აწარმოებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 96 780 ლარია. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.  
ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. .ადგილი, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, მშვიდობის #20ა-ს მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსებს შორის მოქცეული დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის მიწაა, რომელიც ნაგავსაყრელადა იყო გამოყენებული.