დღეს, პირველ ივნისს გორის მერიის რიგით მე-8 ღია კარის დღეს მოქალაქეების კითხვებს ქალაქის მერი და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე პასუხობდნენ. მათ  ისაუბრეს იმ პროექტებისა და აქტივობების შესახებ, რომლებსაც გორის მერია ახორცილებს განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. შეხვედრა ტრადიციულად გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ნინო ბერიანიძის განცხადებით, გასულ წელს 9 საბავშვო ბაღის შენობას ჩაუტარდა 908 862 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაიხსნა საბავშვო ბაღი ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში, შედეგად აღსაზრდელებისთვის შექმნა 450 თავისუფალი, ხოლო პერსონალისთვის 33 ახალი სამუშაო ადგილი; საჯარო სკოლების ბაზაზე გაიხსნა 2 სასკოლო მზაობის ცენტრი და იგეგმება კიდევ 3 ასეთი ცენტრის დაფუძნება, რომლის მიზანია აღსაზრდელებისთვის ბაღიდან სკოლაში ტრანზაციის პერიოდის გაადვილება, სკოლისათვის მომზადება და ბაღების გამოსაშვები ჯგუფების განტვირთვა. მუნიციპალური ბაგა-ბაღების სააღმზრდელო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  საბავშვო ბაღების პერსონალს ინტენსიურად უტარდება კვლიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინდ-კურსები; მერიის განათლების მუნიციპალური თანადაფინანსების პროგრამის  ფარგლებში განხორციელდა 10 პროექტი; განათლების განყოფილების უფროსმა ისაუბრა ასევე მომავალ პერსპექტივებზე, ბაღებში აღსაზრდელებისათვის  განმავითარებელი გარემოს შექმნაზე, სკოლამდელი განათლების კანონის ახალ სტანდარტებზე, სადგურის დასახლებაში სამომავლოდ საბავშვო ბაღის მშენებლობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. „განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე დიდი ინვესტიციაა. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს კანონი ავალდებულებს მხოლოდ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საქმიანობის ორგანიზებას, ჩვენი ასევე  დიდ ყურადღებას ვაქცევთ სკოლებში კლასგარეშე საქმიანობის გააქტიურებასა და არაფომალური განათლების ხელშეწყობას“ - აღნიშნა ზურაბ ჯირკველიშვილმა. მისი განცხადებით, რამოდენიმე დღის წინ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ  16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის  გამოაცხადა კონკურსი ქალაქ სტაროგრადის საერთაშორისო ახალგაზრდულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის შედეგად შეირჩევა 4 ახალგაზრდა.  სტაროგრადის ბიზნესფორუმზე გორელი ახლაგაზრდების მონაწილეობა ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის პოლონეთის ვიზიტის დროს მიღწეული მოლარაკებების ერთ-ერთი კონკრეტული შედეგია.