გორში გურამიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს სამანქანო ნაწილისა და საფეხმავლო ბილიკის მოასფალტებას 252 მეტრიან მონაკვეთზე (თამარ მეფის გამზირიდან სამეფო ქუჩამდე).
ქუჩის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ ახორციელებს.
სამუშაოების ღირებულება 133 092 ლარია, რომელსაც 2016 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი ერთობლივად აფინანსებს. 
როგორც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გურამიშვილის ქუჩის მეორე ნაწილის (თამარ მეფის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირამდე) რეაბილიტაცია მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რაზეც უკვე მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული მონაკვეთის პროექტირებისათვის მერიაში გამოცხადდა ტენდერი, რომელიც უკვე დასრულებულია.