გორში პროექტ "ევროპული კაფეების ტურის" ფარგლებში სლოვაკი და ქართველი ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მასწავლებლებს, ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდნენ.   ეკონომიკის ექსპერტმა სოფლის მეურნეობის სფეროში, გაეროს კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში, გამოცდილმა სლოვაკმა სპიკერმა  მარია კადლეციკოვმა შეხვედრაზე ისაუბრა სლოვაკეთის ევროპული ინტეგრაციის შესახებ.   პროექტი მიზნად ისახავს ცენტრალური ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გამოცდილების გაზიარებას.    შეხვედრაზე აქცენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალ ვაჭრობისა და ვიზის ლიბერალიზაციზე გაკეთდა.   პროექტი "საქართველო ევროპულ გზაზის" ფარგლებში  2016 წლის მარტში დაიწყო და 2017 წლის მარტამდე გაგრძელდება, ხორციელდება.   პროექტი, რომელიც გლობალური უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს ეგიდით ხორციელდება.