საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის მერიამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 23 გორელ ვეტერნს საჩუქრად 200-200 ლარი გადასცა.

აღნიშნული დახმარება ვეტერანებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში გაეწიათ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 600 ლარი გამოიყო.გარდა ამისა, გორის მერიის სოციალური პროგრამა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ შშმ სტატუსის მქონე ვეტერანებისთვის ითვალისწინებს წლის მანძილზე ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას, რომლითაც უკვე ისარგებლა ოცდასამივე ვეტერანმა. ამავე პროგრამის ფარგლებში 17 ოტომბერს „ვეტერანთა დღესთან“ დაკავშირებით თითოეული მათგანი გორის მერიისგან საჩუქრად კვლავ 200 ლარს მიიღებს.როგორც სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ქუთათელაძე აცხადებს, აღნიშნული კატეგორიის მქონე თითოეული ვეტერანი 2016 წელს გორის მერიისგან საჩუქრად სულ 600 ლარს მიიღებს. მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს მათ პირად ამგარიშებზე უკვე ჩაერიცხათ 400 – 400 ლარი.