26 მაისი გორის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება, რომლებსაც 12:00 საათზე ანსამბლი „გორი“ გახსნის.13:30-დან 18:00 საათამდე ადგილობრივი, ხოლო 19:00-დან 21:00 საათამდე მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება.მოედანზე მოეწყობა ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკის, ხელნაკეთი ნივთებისა და მხატვრული ტილოების გამოფენა.
14:00 საათიდან გაიმართება სპორტული შეჯიბრებები (მინი ფეხბურთში, მკლავჭიდში, ქართული ჭიდაობაში, ნარდში და ჭადრაკში), რომლებშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 
26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ეთნოგრაფიული მუზეუმი და სტალინის სახლ-მუზეუმიც შეურთდება, სადაც 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ღია კარის დღე გაიმართება.
დღის ბოლოს (20:00 საათზე) გორის ციხეზე საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტიფალი თეატრალიზებული კონცერტით საზეიმოდ დახურება.