ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს პოლონეთის ქალაქ სტაროგრადის საერთაშორისო ახალგაზრდულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ქალაქ გორის საჯარო და კერძო სკოლების 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის. 
კონკურსის პირობები: 
პირველი ეტაპი: დაინტერესებულმა პირმა მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: (shtlashadze@gmail.com ) უნდა წარმოადგინოს: 
• CV
• სამოტივაციო წერილი.
აუცილებელი მოთხოვნა: ინგლისური ენის ცოდნა. 
მეორე ეტაპი: გასაუბრება - კონკურსის შედეგად შეირჩევა 4 ახალგაზრდა. 

სტაროგრადის საერთაშორისო ახალგაზრდული ბიზნეს-ფორუმის ჩატარების პერიოდია 2016 წლის 3 - 8 ივლისი. 
განაცხადები მიიღება : 2016 წლის 25 მაისი - 5 ივნისის ჩათვლით.
სტაროგრადის ბიზნესფორუმზე გორელი ახლაგაზრდების მონაწილეობა ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის პოლონეთის ვიზიტის დროს მიღწეული მოლარაკებების ერთ-ერთი კონკრეტული შედეგია.