,,ღია კარის დღის“ დღევანდელი შეხვედრა გორის თეატრის მიერ დაგეგმილი კომედიის ფესტივალის განხილვას დაეთმო. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ნემსაძე ფესტივალით დაინტერესებულ საზოგადოებას შეხვდა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

კომედიის ფესტივალი გორში მესამედ იმართება. თეატრის კრიტიკოსთა აღიარებით, ამ ჟანრის ფესტივალს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ის მხოლოდ გორის თეატრის ექსკლუზიური პროექტია. 

ფესტივალი წელს პირველად იქნება საერთაშორისო . მასში თბილისისა და საქართველოს რეგიონების 20 თეატრთან ერთად ბულგარეთის, პოლონეთის , რუსეთისა და უკრაინის კოლექტივები მონაწილეობენ. 

ასევე პირველად წელს ფესტივალს საქველმოქმედო დატვირთვა ექნება. სპექტაკლებზე გაყიდული ბილეთების თანხის ნაწილი საქართველოს სოლიდარობის ფონდს გადაერიცხება.

ფესტივალს 5 ივნისს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი გახსნის. 23 მაისს კი ფესტივალი დათო ევგენიძის კონცერტით საზეიმოდ დაიხურება.