დღეს, გორში ევროპის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.   შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა, პოლონელმა დეპუტატმა თომაშც მაკოვსკიმ ისაუბრა პოლონეთის გამოცდილებაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით და გაავლო პარალელები  საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებთან დაკავშირებით.    საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ  ესეების კონკურსში "ჩემი ევროპული არჩევანი" გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო პრიზებით.   გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოებისა და ნახატების გამოფენა "ჩემი თვალით დანახული ევროპა".     გორში, 8 მაისიდან 24 მაისამდე ევროპის დღეების ფარგლებში სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" შიდა ქართლის ბიუროს ორგანიზებით, ქალაქ გორის მუნიციპალიტრეტის მერიისა და  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით რიგი ღონისძიებები მოეწყო.