19 მაისს, ლაივსტრიმის საშუალებით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ პირდაპირ ეთერში დისტანციური ლექცია წაიკითხა. სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე დასმულ კითხვებს პასუხობდა. დისტანციური სემინარი ინოვაციური პროექტია. სკაიპის პროგრამით ონლაინ დავით ბაქრაძის ლექციას გორის სტუდენტები, საჯარო მოხელეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
პროექტი ქ. გორის მერიის დისტანციური სწავლების პირველი მცდელობაა, რომელიც მომავალში მუდმივ სახეს მიიღებს.
ლექცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და გორის მერიის ორგანიზებით გაიმართა.