ჭოჭელების ოთხშვილიანიოჯახი მერიის სოციალური დახმარების პროგრამიდან 400 ლარს მიიღებს. ამის შესახებ მათ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  მერიის თანამშრომლებისგან შეიტყვეს, რომლებიც ოჯახს დღესესტუმრნენ და გიორგობის დღესასწაული მიულოცეს. ჭოჭელები  სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამის ბენეფიციარები არიან და სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დახმარებით არაერთხელ  უსარგებლიათ. ამ ეტაპზე მათ მიიღეს სოციალური პროგრამის მე-12 მუხლით ოთხ და მეტშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარება  თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე 100 ლარის ოდენობით. წარსულშიჭოჭელების ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე მერიიდან 6 თვის ბინის ქირა დაუფინანსდა,ასევე გაეწია დახმარება ზამთრის თვეებში საწვავი შეშითა და თვეში 10 ლარის ოდენობით. მერიის სოციალური სამსახურის მზრუნველობით ოჯახი ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელ დახმარებას გულისხმობს საკვები პროდუქტებითა და  საყოფაცხოვრებო ნივთებით 1000 ლარის ფარგლებში, ხოლო ოჯახის უფროსი დარეგისტრირდა  სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში. ,,მადლობის მეტი რა მეთქმის. აქამდე სადგურზე ვცხოვრობდით ნესტიან ბინაში, რის გამოც 2 შვილი ბრონქიალური ასთმით დამიავადდა. ბოლოს ქირის გადახდის საშუალებაც აღარ გვქონდა და, შესაძლებელია, ქუჩაშიც აღმოვჩენილიყავით, რომ არა მერიის   თანამშრომელთა ყურადღება. ბევრნაირად დაგვეხმარნენ- ბინაც გვიქირავეს, ახლა ფულადი დახმარებაც მოგვცეს და გვპირდებიან, რომ დაავადებული ბავშვების წამლებსა და  გამოკვლევებსაც დაგვიფინანსებენ.“- განაცხადა ოჯახის დიასახლისმა თამარ მესხმა.   ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების პროგრამის მე-12 მუხლით, რომლისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 30 000 ლარია გამოყოფილი,  მიმდინარე წელს 64 მრავალშვილიან ოჯახს გაეწია დახმარება.