დღეს გორის მერიის ,,ღია კარის დღის“ პროექტის ფარგლებში რიგით მეექვსე შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გორში 23-26 მაისს დაგეგმილი I საერთაშორისო ფესტივალი „გორი 2016“ დაანანონსეს.  საქართველოს საგუნდო საზოდოეიბის თავმჯდომარის ლიანა ჭონიშვილის განცხადებით ფესტივალი ხელს შეუწყობს ქართული საგუნდო მისიკის ევროპულ მუსიკალურ სივრცეში ინტეგრირებას. მისი მიზანია ქართული საგუნდო მუსიკის პოპულარიზაცია. ფესტივალში მონაწილეობას 15 საგუნდო კოლექტივი მიიღებს, რომელთა შორის იქნებიან ფინეთის, ესტონეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგუნდო კოლექტივები. კონცერტები გაიმართება გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, გორის საზოგადოებრივი სამუსიკო კოლეჯის დარბაზში და გორის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. გარდა მონაწილეებისა ღონისძიებას, რომლის დახურვის ცერემონიალი გაიმართება გორის ციხეზე, საპატიო სტუმრებიც დაესწრებიან უცხოეთიდან. ისინი ფესტივალის ფარგლებში დაათვალიერებენ შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებულ ღისშესანიშნაობებს.    გორი გასული საუკუნის 80-90-იან წლებში მასპინძლობდა საგუნდო ფესტივალებს. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს შალვა მოსიძეს, რომელმაც გორში საგუნდო მუსიკის აღორძინება - განვითარებას 40 წელი შეალია,  წელს 80 წელი უსრულდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.