დღეს გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტურისტული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან გიული ქუთათელაძესთან ერთად რიგით მე-2000-ე ტურისტი დაასაჩუქრა. ეროვნებით რუსი ვალერი დალინსკი მეუღლესთან ნატალიასთან ერთად საქართველოს გუშინ ესტუმრა. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა დაეთვალიერებინა ქალაქ გორში და მის შემოგარენში არსებული ღირსშესანიშნაობებიც. ისინი გორს დღეს დილით  ესტუმრნენ და კონსულტაციისთვის მიმართეს გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, სადაც ხდება შემოსული ტურისტების რაოდების აღრიცხვა. ბატონი ვალერი 2016 წელს გორში ჩამოსული რიგით მე-2000-ე ტურისტი აღმოჩნდა. შალვა ტლაშაძემ აღნიშნა, რომ ტურზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით გორში  ჩამოსული ყოველი მეათასე ტურისტი დასაჩუქრდება. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ტურისტული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის გიული ქუთათელაძის განცხადებით, 2015 წლის პირველი ხუთი თვის შედეგებთან შედარებით 2016 წელს ქალაქში ტურისტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.