,,ევროინტეგრაცია საქართველოს გადაწყვეტილი ამოცანაა“  - განაცხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა საჯარო ლექციაზე, რომელიც გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში  გაიმართა.
საჯარო ლექციას  საქართველოს  ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან,  პედაგოგებთან, სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მინისტრის მოადგილემ  და ქალაქის მერმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.  დასასრულს კი მონაწილე სკოლებმა ევროპული ქვეყნების კუთხეები წარმოადგინეს და მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.
ლექცია ევროპიის დღეების ფარგლებში სსიპ ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა“  და  საზოგადოება ,,ბილიკის“  ორგანიზებით  გაიმართა და საზოგადოებაში ევროინტეგრაციის შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავდა მიზნად.