ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს პრეზიდენტის საჩუქარი პირადად გადასცეს.ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ თითოეულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს გადაეცა შვიდ-შვიდი 20 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი. ისინი აღნიშნული ბარათებით „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში უფასოდ შეძლებენ 140 ლარის ღირებულების მედიკამნტების შეძენას.გარდა ამისა, გორის მერიისგან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის 14 მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების წლისთავთან 
დაკავშირებით (9 მაისი) საჩუქრად გადაეცათ 70 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი გადაეცა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებშიც გაეწიათ დახმარება. აღნიშნული პროგრამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ითვალისწინებს წლის მანძილზე ერთჯერადად 200 ლარიან, ხოლო აღნიშნულ თარიღთან (9 მაისი) დაკავშირებით 150 ლარიან დახმარებას. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა თოთხმეტივე მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ ორივე სახის დახმარებით უკვე ისარგებლა.