ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება დღეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის  მოსწავლე - ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თომა ჩაგელიშვილისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გადაღებული ფილმებისა და  ცენტრის დირექციის მიერ მომზადებული პრეზენტაციის ჩვენება ევროკავშირის ისტორიის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის მისიის სამუშაო პროცესის და ასოცირების ხელშეკრულების თემაზე. ტრადიციულად ევროპის დღე, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე,   9 მაისს აღინიშნება და  საფუძვლად უდევს 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერ შუმანის  მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. 

სხვა წყაროების თანახმად, ევროპის გაერთიანების დღედ 5 მაისსაც მიიჩნევენ, რადგან 1949 წლის 5 მაისს ლონდონში ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს წესდებას.
საქართველო ევროპის დღის აღნიშვნას 2004 წელს შუერთდა.