გორში დედამიწის დღე დასუფთავების აქციით აღნიშნეს.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შიდა ქართლის ბიუროს მოხალისეებთან ერთად ა(ა)იპ „კეთილმოწყობის სამსახურის“ დახმარებით შინდისის გზატკეცილის გარკვეული მონაკვეთი საყოფაცხოვრებო დაასუფთავეს. 
ღონისძიებაში მუნიციპალური ა(ა)იპებიც ჩაერთვნენ. მათ საკუთარი ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. აღსანიშნავია, რომ აქციაში თანამშრომლებთან ერთად ბაგა-ბაღების აღსაზრდელებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა. მაშინ კატასტროფამ ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. 
საქართველო დედამიწის დღის აღნიშვნას 1990 წლიდან შეუერთდა. 
ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.