გორში 4 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მძიმე ტექნიკა ამჟამად ქეთევან წამებულის ქუჩაზე მუშაობს. სამუშაოები გუშინ, 21 აპრილს დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით 5 თვეში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია  ქეთევან წამებულის ქუჩის (გელდიაშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე) მონაკვეთის, გოგებაშვილის ქუჩის (კახნიაშვილის ქუჩიდან გმირების ქუჩამდე) მონაკვეთის, ჩოდრიშვილის ქუჩიდან ბარნოვის ქ.N9-ის მიმართულებით გამავალი ჩიხისა და სუხიშვილის ქუჩაზე (მომსახურების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე) ტროტუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო ქუჩების მთლიანი სიგრძე შადგენს 681 მეტრს. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 415 000 ლარია, შპს ,,შარა“ ასრულებს. აღნიშნული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.