22 აპრილი დედამიწის დღეა.
შემოგვიერთდით!
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური  ა(ა)იპების წარმომადგენლების მონაწილეობით დასუფთავების მასშტაბური აქცია იგეგმება.
აქცია შინდისის გზატკეცილზე, საკონსერვო ქარხანასთან,  12:00 საათზე დაიწყება. პარალელურად, მუნიციპალური ა(ა)იპები საკუთარი ოფისების მიმდებარე ტერიტორიებს დაასუფთავებენ.
დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა. მაშინ კატასტროფამ  ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. საქართველო დედამიწის დღის  აღნიშვნას 1990 წლიდან შეუერთდა.
  
ყოველი წლის 22 აპრილს სხვადასხვა აქციაში 174 ქვეყნის 17 000–მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს.