გორის მერიის თანამშრომლები წმინდაწყალის დასახლებაში მცხოვრებ შშმ პირს  ლამზირა მელიქიძეს  ესტუმრნენ. მისი განცხადება ადაპტირებული გარემოს მოწყობის თხოვნთ, მუნიციპალიტეტში 18 აპრილს შემოვიდა.  ლამზირა მელიქიძე, რომელიც სახლიდან გასვლას წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღეს მეზობლების დახმარებით ახერხებს, მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ცხოვრობს. მას შემდეგ რაც ხელუსუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს განმცხადებლის საცხოვრებელი გარემო, ქალბატონი ლამზირას  გააცნეს გორის მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს ათეულობით პროექტი წარმატებით განხორციელდა. ქალბატონ ლამზირას მერიის თანამშრომლება განუმარტეს ასევე პროგრამით სარგებლობის წესებიც. ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსის კაკო ხუფენიას განცხადებით, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად, რომლის ღირებულების 90%-ს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს, აუცილებელი და მნიშვნელოვანია მრავალბინიანი კორპუსის ამხანაგობის ინიციატივა.